დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები „გდანსკის ბიზნესის კვირა“-ში მონაწილეობენ
18-07-2019

პოლონეთში, ქალაქ გდანსკში, „გდანსკის ბიზნესის კვირა“ იმართება, სადაც მონაწილეობას იღებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნანუკა მოსეშვილი და ელენი მახნიშვილი.

ბიზნესასოციაცია ადგილობრივ მერიასა და ამერიკული ფონდის „კერძო საწარმოო განათლების საფუძველთან“ ერთად, ბიზნესით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის მასტერკლასს ახორციელებს.

ბოლნისის მერიამ მონაწილეები კონკურსის წესით შეარჩია და სრულად დაფარა მათი ხარჯები.

სკოლის ადმინსიტრაცია წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203