ვალის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეების მონაწილეობით მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა
18-07-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის ორიგინალურად და საინტერესოდ აღნიშნავენ.

სკოლაში არც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე დავიწყებიათ - დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების მიზანი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებებისა და უფლებების დაცვა იყო.

21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება. 2019 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის გზავნილია „არავინ დატოვო მიღმა“. ეს დღე პირველად 2006 წლის 21 მარტს აღინიშნა.  დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ და ის სიმბოლური ხასიათისაა. 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე - ტრისომიულ მოვლენას. დაუნის სინდრომი ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც 46 ქრომოსომის ნაცვლად, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203