
ახალციხის N4 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ.
სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა, მასში მოსწავლეები მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
ბავშვთა დაცვის დღე ყოველწლიურად 1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დაარსა. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები