ახალციხის მუნიციპალიტეტის საყუნეთის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა.
XII კლასის მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით - ლექსებით და სიმღერებით წარდგნენ.
კურსდამთავრებულებმა დიდი სიყვარული გამოხატეს მასწავლებლების მიმართ და გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
მასწავლებლებმა და მშობლებმა კი თავის მხრივ მომავალი გზა დაულოცეს მათ.
იხილეთ ფოტოები