
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩიხარეშის საჯარო სკოლაში პედაგოგებთან წინასაგამოცდო სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრა უფროსმა მასწავლებელმა მაია მუშუდიანმა გამართა.
მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები 10 ივლისს პროფესიული უნარებით დაიწყო და 21 ივლისს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით დასრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე დაახლოებით, 31 500 აპლიკანტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც 10 000 მასწავლებლობის მსურველია, 20 000-ზე მეტი კი - პრაქტიკოსი პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები