„ეტალონის“ ავტორი და წამყვანი პროექტის მხარდამჭერებს და თანამოაზრეებს მიმართავს
19-07-2019

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი პროექტის მხარდამჭერებს მიმართავს და 10-წლიანი სატელევიზიო ეთერის შემდგომ არსებული, ბოლო სამი წლის ოფიციალური სტატისტიკის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, მიმდინარე წლის 29 ივნისს განათლების სამინისტროში ჩატარებული „ეტალონის“ ფინალის შემდეგ სამი რამ გამოიკვეთა:

  1. „ეტალონი“ მთელ საქართველოში კვლავაც ძალიან უყვართ;
  2. ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ პლატფორმა Izrune.ge-ს, რომელიც აღზრდა-განათლებას ერთმანეთს აკავშირებს, ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს არა მარტო საქართველოში, არამედ სხვაგანაც;
  3. განათლების სფერო, „ეტალონის“ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დაბრუნებას ითხოვს.

ინტელექტ-ჩემპიონატის ავტორის განცხადებით, არაერთმა მცდელობამ, რომ „ეტალონი“ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დაბრუნდეს და აღსრულდეს ხალხის მოთხოვნა, შედეგი ვერ გამოიღო.

„34.968 პედაგოგის ხელმოწერა შეგროვდა და საზ. მაუ.-ს გენ. დირექტორს წარვუდგინეთ, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ... პარლამენტის საშუალებითაც ვცადეთ: შედგა „ეტალონის“ საზ. მაუ.-ზე დაბრუნების პეტიცია, შეგროვდა 84 პარლამენტარის ხელმოწერა და საზ. მაუ.-ს გენ. დირექტორს მივართვით, თუმცა უშედეგოდ... საზ. მაუ. არ გვისმენს და არც კი გველაპარაკება, კანონით ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 52 მლნ. ლარის დაფინანსება აქვს და თავად კმაყოფილია... უმდაბლესი ყურებადობის საზ. მაუ.-ს გენ. დირექტორს და ტოპ-მენეჯერებს წლების განმავლობაში ხალხის ხარჯზე და კანონით გარანტირებულად წარმოუდგენლად მაღალი ხელფასები აქვთ და აბა, ხალხის აზრი და „ეტალონის“ ეთერში დაბრუნება რაში ენაღვლებათ ?!“-ამბობს გოჩა ტყეშელაშვილი.

ვრცლად იხილეთ პოსტი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203