მარნეულის N5 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნებმა ხარვეზების გარეშე ჩაიარა
18-07-2019
მარნეულის N5 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა. არჩევნებმა სკოლაში ხარვეზების გარეშე ჩაიარა.
საჯარო სკოლებში თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარე წლის 17 ივნისს გაიმართა.
სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში შემავალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, რომლის წევრებს მშობლები და პედაგოგები ირჩევენ. მის შემადგენლობაში მასწავლებლები, მშობლები და საშუალო საფეხურის ერთი მოსწავლე.
ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.
საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოს არჩევნები სკოლებში სამ წელიწადში ერთხელ ტარდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს