ბადიაურის საჯარო სკოლის გარემოსდაცვით პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა სასწავლო წელი ექსკურსიით შეაჯამეს
18-07-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბადიაურის საჯარო სკოლაში „ნიკო კეცხოველის პროექტში“ ჩართულმა მოსწავლეებმა 2018-2019 სასწავლო წელი ექსკურსიით შეაჯამეს. 

ექსკურსიის მარშრუტი იყო - „შიო მღვიმე- მარტყოფის ღვთაება- ბოტანიკური ბაღი და მთაწმინდის პანთეონი“. 

სკოლის აღსაზრდელები ექსკურსიიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ და მათთვის მხიარული არდადეგებიც დაიწყო. 

„დასრულდა სასწავლო წელი და მხიარული არდადეგები დაიწყო.  წლის შემაჯამებელ ღონისძიებად „ნიკო კეცხოველის პროექტში“ ჩართულმა მოსწავლეებმა ექსკურსია მოაწყეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203