კაკაბეთის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
18-07-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კაკაბეთის საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში (დამრიგებლები: ნ.ჯიღაური, ხ.ბორაშვილი, ლ.შარიქაძე, ლ.თეთრაშვილი, მ.ოქრომჭედლიშვილი) დედა ენის დღისადმი მიძღვნილი სასკოლო ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული ენის სიწმინდის, მნიშვნელობისა და პატივისცემის დაცვას.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ქართული ენის სადიდებელი ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების გმირები გააცოცხლეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203