ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს
17-07-2019
თიანეთის მუნიციპალიტეტის ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის XII კლასელებმა „ბოლო ზარი“ ღონისძიებით აღნიშნეს.
მეთორმეტეკლასელები სკოლაში თეთრი მაისურებით მივიდნენ და ერთმანეთისთვის სურვილები არ დაიშურეს. კურსდამთავრებულებმა ასევე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. მასწავლებლებმა კი კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და საუკეთესო მომავალი უსურვეს.
„ისინი ლექსებით, სიმღერებით, ფოტოკოლაჟით, მოგონებებით დაემშვიდობნენ ბავშვობას“, - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს