მარნეულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლე, მოჭადრაკე დავით გეგია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ დააჯილდოვა
16-07-2019
მარნეულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლე, მოჭადრაკე დავით გეგია მარნეულის მუნიციპალიტეტმა დააჯილდოვა.
დავით გეგიამ საქართველოს ჩემპიონატში ჭადრაკში, წარმატებით იასპარეზა და მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
მარნეულის მერიაში, მუნიციპალიტეტის სახელით, მერმა, ზაურ დარგალმა და ამირან გიორგაძემ, დავით გეგიას მადლობის სიგელი გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მოჭადრაკე, წლებია ჭადრაკს მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრის მხარდაჭერით, წარმატებით ეუფლება და მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო. იგი უახლოეს მომავალში აგრეთვე იასპარეზებს ქალაქ ფოთში დაგეგმილ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალშიც.
სკოლა მოსწავლეს წარმატებას ულოცავს.
„ტრადიციულად გვიხარია და ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეების მიღწევებით და წარმატებებით! ვულოცავთ დავითს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს