ფოთის N12 საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლილე“ წარმატებებს აღწევს
16-07-2019
ფოთის N12 საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლილე“ წარმატებებს აღწევს.

ანსამბლი ძირითადად ამავე სკოლის მოსწავლეებით არის დაკომპლექტებული.

ქორეოგრაფიული ანსამბლი ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალში - „კავკასია 2019“ და კოლხურ - ლაზური ფოლკლორული ცეკვის ფესტივალში - „ლაზიკა“ მონაწილეობდა. 

ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისა და საუკეთესო წარდგომისთვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203