სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ დირექციამ 2018-2019 სასწავლო წელი შეაფასა
16-07-2019
თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ დირექციამ 2018-2019 სასწავლო წელი შეაფასა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასწავლო წლის ბოლოს დირექციის წევრებმა საერთო პედაგოგიურ საბჭოზე სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ (სკოლის დირექტორი ნაზი ნადირაძე) მიღწევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრაზე სკოლის დირექციამ წლის წარჩინებული მოსწავლეები დაასახელა და გამოავლინა საუკეთესო კათედრები: დაწყებითი კლასების და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა. აგრეთვე გამოვლინდნენ წლის საუკეთესო მასწავლებლები და კლასის დამრიგებლები, რომელთაც სიგელები გადაეცათ და მადლობა გამოეცხადათ.
სასწავლო წლის დასასრული სკოლის პედაგოგებმა საქართველოს ულამაზესი კუთხის - სამეგრელოს დათვალიერებით დაასრულეს.
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს