რამდენი აპლიკანტია დარეგისტრირებული მასწავლებელთა გამოცდებზე საგნების მიხედვით - სტატისტიკა
მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე წელს ყველაზე მეტი აპლიკანტი - 16 862 პროფესიული უნარების გამოცდაზე დარეგისტრირდა, ხოლო ყველაზე ცოტა - 48 ფრანგულზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია etaloni.ge-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან გამოითხოვა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განაცხადებით, 2019 წლის მასწავლებელთა გამოცდებზე 31 500-მდე აპლიკანტია დარეგისტრირებული, მათ შორის 10 ათასი მასწავლებლობის მსურველია, ხოლო 20 ათასზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი.
Etaloni.ge გთავაზობთ 2019 წლის მასწავლებელთა გამოცდებზე თითოეული საგნის მიხედვით დარეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობას:
- პროფესიული უნარები - დარეგისტრირებულია 16 862 აპლიკანტი;
- დაწყებითი (I-IV) - დარეგისტრირებულია 5 678 აპლიკანტი;
- ინგლისური ენა (I- XII) - დარეგისტრირებულია 2 542 აპლიკანტი;
- მათემატიკა (I-VI) - დარეგისტრირებულია 2 397 აპლიკანტი;
- ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI) - დარეგისტრირებულია 2 188 აპლიკანტი;
- სპორტი - დარეგისტრირებულია 1 849 აპლიკანტი;
- ისტორია (VII-XII) - დარეგისტრირებულია 1 684 აპლიკანტი;
- ბუნებისმეტყველება (I-VI) - დარეგისტრირებულია 1 428 აპლიკანტი;
- ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII) - დარეგისტრირებულია 1 391 აპლიკანტი;
- მუსიკა - დარეგისტრირებულია 1 124 აპლიკანტი;
- მათემატიკა (VII-XII) - დარეგისტრირებულია 1 060 აპლიკანტი;
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - დარეგისტრირებულია 980 აპლიკანტი;
- რუსული ენა (I- XII) - დარეგისტრირებულია 924 აპლიკანტი;
- სამოქალაქო განათლება (VII-XII) - დარეგისტრირებულია 890 აპლიკანტი;
- გეოგრაფია (VII-XII) - დარეგისტრირებულია 829 აპლიკანტი;
- ფიზიკა (VII-XII) - დარეგისტრირებულია 806 აპლიკანტი;
- ბიოლოგია (VII-XII) - დარეგისტრირებულია 758 აპლიკანტი;
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - დარეგისტრირებულია 753 აპლიკანტი;
- ქიმია (VII-XII) - დარეგისტრირებულია 648 აპლიკანტი;
- ქართული, როგორც მეორე ენა - დარეგისტრირებულია 609 აპლიკანტი;
- გერმანული ენა (I- XII) - დარეგისტრირებულია 220 აპლიკანტი;
- ფრანგული ენა (I-XII) - დარეგისტრირებულია 48 აპლიკანტი.
ასევე იხილეთ: 2019 წლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა საგნების გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა2019 წლის მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის ტესტები გამოქვეყნდაროდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა საგამოცდო ტესტების პასუხები და შედეგები? – „ნაეკის“ პასუხი„მაიძულეს გამოცდაზე გამოვსულიყავი თუ მუშაობის გაგრძელება მინდოდა“ - პედაგოგები პროფესიული უნარების ტესტს აფასებენ„საშინლად რთული იყო, ერთი პედაგოგი 15 წუთში გამოვიდა“- შეფასებები დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა საგნების გამოცდიდან