სკოლის წარმომადგენლის თქმით, პირველი პროექტის - „მე რომ მილიონი მქონდეს“ ფარგლებში, მოსწავლეებმა სოფლის მშენებარე ტაძარის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და გაამწვანეს.
„პირველი პროექტის სახელწოდებაა -„მე რომ მილიონი მქონდეს“. შეგროვდა მოზარდთა სურვილები ამ თემასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი იდეა იყო სოფლის მშენებარე ტაძარის დასუფთავება და მისი მშენებლობის დასრულება. ეს იდეა ნაწილობრივ განხორციელდა - მოსწავლეებმა ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. პროექტის ერთ-ერთი აქტივობა იყო ასევე ტაძრის ტერიტორიის გამწვანება. მოსწავლეებმა ტაძრის ეზოში ნაძვის ნერგები დარგეს“, - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლაში ასევე განხორციელდა პროექტი - სპორტულ-შემეცნებითი აქტივობა - „მხიარული სტარტები“. ერთმანეთს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები შეეჯიბრნენ.
სკოლის აღსაზრდელები სახალისო პრიზებით დაჯილდოვდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს