ღოუბანის საჯარო სკოლის დირექცია მასწავლებელთა გამოცდებზე გამსვლელ პედაგოგებს წარმატებას უსურვებს
15-07-2019
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ღოუბანის საჯარო სკოლის დირექცია მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე გამსვლელ პედაგოგებს წარმატებას უსურვებს, იმ პედაგოგებს კი რომლებიც უკვე წარდგენილნი არიან უფროსი მასწავლებლის სტატუსზე, სტატუსის ამაღლებას ულოცავს.
მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები 10 ივლისს დაიწყო. პირველი გამოცდა პროფესიულ უნარებში ჩატარდა, ბოლო გამოცდა კი 21 ივლისს, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ჩატარდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის მასწავლებელთა გამოცდაზე 32 ათასამდე აპლიკანტია დარეგისტრირებული, მათგან დაახლოებით 8 ათასამდე აპლიკანტი მასწავლებლობის მსურველია, ხოლო 24 ათასამდე - პრაქტიკოსი პედაგოგი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს