ოფრეთის საჯარო სკოლაში საზაფხულო სკოლის ფარგლებში მკითხველთა კლუბი „ცისარტყელა“ ფუნქციონირებს
15-07-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფრეთის საჯარო სკოლაში, საზაფხულო სკოლის ფარგლებში, მკითხველთა კლუბი „ცისარტყელა“ ფუნქციონირებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის ფარგლები მოსწავლეები იკრიბებიან, ირჩევენ მათთვის სასურველ საკითხავ წიგნს, ბოლოს კი წაკითხული წიგნის პრეზენტაციებს აკეთებენ.
კლუბის ფარგლებში მიმდინარეობს ასევე ფილმის ჩვენების კვირეული. მოსწავლეები ცდილობენ საჩვენებელი ფილმები წაკითხული წიგნის შესაბამისად აირჩიონ. შემდეგ კი აანალიზებენ და მსჯელობენ ფილმსა და წაკითხულს შორის მსგავსება-განსხვავებებზე.
მოსწავლეთა წახალისების და მოტივაციის ამაღლების მიზნით სკოლის დირექციამ მკითხველთა კლუბს 50-მდე ახალი წიგნი გადასცა.
აქტივობებს ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი თინა ბაწაშვილი ხელმძღვანელობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს