კაკაბეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი - „წერილი დედამიწას“ დაამზადეს
12-07-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, კაკაბეთის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა (დამრიგებელი მ.ოქრომჭედლიშვილი) კედლის გაზეთი - „წერილი დედამიწას“ დაამზადეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქტივობა დედამიწის დღეს მიეძღვნა და მიზნად ისახავდა მოსწავლეებში გარემოსდაცვითი კულტურის განვითარებას.

მოსწავლეები კედლის გაზეთის დამზადებაში ინტერესით ჩაერთნენ და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს. 

დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203