ნიჩბისის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური ვიქტორინა ჩატარდა
12-07-2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის, ნიჩბისის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ლილი გეჯაძის, ხელმძღვანელობით, ინტელექტუალური ვიქტორინა - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
ვიქტორინაში VIII-IX-X-XI კლასების გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს მედლები გადაეცათ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ინტელექტუალური ვიქტორინის მიზანი იყო, მოსწავლეებში ზოგადი განათლების დონისა და სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება, ასევე ნიჭიერთა წარმოჩენა და წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება.
„ეს აქტივობა მოსწავლეებს განუვითარებს სწრაფი აზროვნებისა და ჯგუფური მუშაობის უნარებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს