ზესტაფონის N4 და N6 საჯარო სკოლებისა და საზოგადოებრივი კოლეჯის ერთობლივი პროექტი წამახალისებელი სიგელების გადაცემით დასრულდა
11-07-2019
ზესტაფონის N4 და N6 საჯარო სკოლებისა და ქუთაისის მრავალპროფილური კოლეჯ „იბერიას“, „პროფესიული სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ერთობლივი პროექტი წამახალისებელი სიგელების გადაცემით დასრულდა.
სკოლა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კოლეჯ „იბერიას“ და პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობას უხდის.
„მადლობას ვუხდით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კოლეჯ ,,იბერიას" ხელმძღვანელობას, პედაგოგებს, პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს გვერდში დგომისა და აღნიშნული პროექტების ჩვენს სკოლაში განხორციელებისათვის“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს