კერძო სკოლა „მერმისის“ მოსწავლეებმა დოსტოევსკის ცხოვრების და მოღვაწეობის ეპიზოდები გააცოცხლეს
11-07-2019
თბილისის კერძო სკოლა „მერმისის“ XI კლასის მოსწავლეებმა, რუსული ლიტერატურის პედაგოგის ნინო მესხის ხელმძღვანელობით, დოსტოევსკის ცხოვრების და მოღვაწეობის ეპიზოდები გააცოცხლეს.
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს. სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაზე ნინო სოლტიშმა იზრუნა.
„კიდევ ერთი მშვენიერი საღამო გვაჩუქა რუსული ლიტერატურის პედაგოგმა, ნინო მესხმა თავის მოსწავლეებთან ერთად. ეს იყო ნამდვილი სანახაობა. ბავშვებმა შეძლეს გაეცოცხლებინათ დოსტოევსკის ცხოვრების და მოღვაწეობის საოცარი ეპიზოდები. ისინი გულმოდგინედ კითხულობდნენ და ასრულებდნენ საკუთარ პერსონაჟებს. ნამდვილი ზეიმი! დიდი ნიჭიერება და მონდომება!
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს