კერძო სკოლა „მილენიუმის“ დირექციამ საუკეთესო კლასი და დამრიგებელი დააჯილოდვა
11-07-2019
რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმის“ დირექციამ საუკეთესო კლასი და დამრიგებელი დააჯილოდვა.
სკოლის საუკეთესო კლასისა და დამრიგებლის სიგელი მესამე კლასსა და მათ დამრიგებელ ხათუნა გოგილიძეს გადაეცა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღირსეული ჯილდოთი ფრთაშესხმული მოსწავლეები, მათი მასწავლებლები (ხ. გოგილიძე და თ.მსხვილიძე) და მშობლები საგურამოს გავლით ზედაზენის გზას დაადგნენ. მოილოცეს ტაძრები, ითამაშეს ტყეში და ამაღლებული განწყობით დაემშვიდობნენ ერთმანეთს სექტემბრამდე.
„ბედნიერი დასვენება ჩვენო ძვირფასებო!“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს