ლიის თემის N1 საჯარო სკლაში ღონისძიება - „ვემშვიდობებით პირველ მასწავლებელს“ ჩატარდა
11-07-2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ვემშვიდობებით პირველ მასწავლებელს“ ჩატარდა. 

სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და პირველ მასწავლებელს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

ღონისძიების ბოლოს დამსწრე საზოგადოებამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და შემდეგ კლასებში წარმატებები უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203