ლეღვას N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა პროექტი - „ჩემო სამშობლო, მხარეო“ განახორციელა
11-07-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ლეღვას N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „ერუდიტი“ მოსწავლეებმა და კლუბის ხელმძღვანელმა მანანა მახარაძემ, სოფლის ისტორიის, ტრადიციების და კულტურის პოპულარიზაციისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საკლუბო პროექტი - „ჩემო სამშობლო, მხარეო“ განახორციელეს.
კლუბის წევრებმა ისტორიულ წყაროებში მოიძიეს სოფელ ჩეხედანაში წმინდა გიორგის სახელობის საყდრის ისტორია და მოსწავლეებს გააცნეს. საყდარი მამია გურიელის ბრძანებით XVII საუკუნის 1-ელ მეოთხედში აუგიათ. ტაძარი XVIII სკ-ში თურქთა ბატონობის დროს განადგურდა, გასული საუკუნის ბოლო წლებში ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით ტაძარი აღდგა და დღესაც მოქმედებს.
სკოლის მოსწავლეებმა ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და ეზო ეკლებისა და სარეველა ბალახისგან გაწმინდეს.ტაძრის ეზოდან ულამაზესი და უმშვენიერესი ხედები იშლება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს