გვიმრიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგედიას ღონისძიება „ხეებზე გაკრული პოეზია“ მიუძღვნეს
11-07-2019
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, გვიმრიანის საჯარო სკოლის VIIკლასის მოსწავლეებმა და მათმა დამრიგებელმა ნაილი კირკიტაძემ 9 აპრილის ტრაგედიას ღონისძიება „ხეებზე გაკრული პოეზია“ მიუძღვნეს.

სკოლის აღსაზრდელებმა ხეებზე თემატური ლექსები გამოაკრეს და 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203