ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებელმა საინტერესო ექსპერიმენტებით გაჯერებული შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა
11-07-2019
ყვარლის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა ნინო იორამიშვილმა 2018-2019 სასწავლო წელს მე-8 კლასში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის თემა იყო - „ფარდობითი სიხშირე და ალბათობა“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარეს, იმუშავეს ჯგუფებად და პრეზენტაციები გააკეთეს.