ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს
10-07-2019
ყვარლის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ზღაპრის გმირები გააცოცხლეს და ქართულ ანბანს ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა.
„ულამაზესი დღე პირველი კლასის მოსწავლეებისათვის,ზღაპრის თუ მოთხრობის გაცოცხლებული გმირები, ხოტბაშესხმული ქართული ანბანი. ახალსოფლის მეორე საჯარო სკოლა ულოცავს პირველი კლასის დამთავრებას და უსურვებს წარმატებულ სასკოლო ცხოვრებას თავიანთ საყვარელ ნანა მასწავლებელთან ერთად“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს