„მილენიუმის“ მოსწავლეებმა მე-4 კლასის დასრულებას ღონისძიება მიუძღვნეს
09-07-2019
რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმის“ მოსწავლეებმა მე-4 კლასის დასრულებას ღონისძიება მიუძღვნეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ემოციური იყო. მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთმანეთს უმღერეს.

„მეოთხეკლასელებისთვის სასწავლო წლის დასასრული ორმაგად მღელვარეა. პირველ მასწავლებელთან განშორების სევდას „გაზრდის“ სიხარული ერწყმის. ღონისძიებასაც ეტყობოდა ეს უცნაური განცდა: იხსენებდნენ პირველ ნაბიჯებს სკოლაში, პირველ შეცდომებსა და პირველ მიღწევებს, მერე უმღერეს ერთმანეთს მოსწავლე-მასწავლებლებმა და ეს ცრემლებამდე მისული ემოციები ყინწვისის მონასტრის მოლოცვითა და გართობით გააძლიერეს. ბედნიერი დასვენება ჩვენო ძვირფასებო!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203