„შინაარსიანიც და ხალისიანიც“ - შაშიანის საჯარო სკოლაში ბულინგის ცნობიერების ამაღლების კამპანია გაიმართა
09-07-2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, შაშიანის საჯარო სკოლაში კსგ პროგრამის ბავშვთა დაცვის მიმართულების „უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში“  ბულინგის ცნობიერების ამაღლების კამპანია გაიმართა, სადაც სკოლის 100-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

 სახალისო და შემეცნებით აქტივობებში მოსწავლეებთან ერთად, სკოლის პედაგოგებიც ჩაერთნენ.

კამპანიის მონაწილე ახალგაზრდებს კსგ პროგრამისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

„შინაარსიანიც და ხალისიანიც“- ასეთი შეფასება მისცეს მოსწავლეებმა და მშობლებმა სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით დატვირთულ ღონისძიებას.

„ეს იყო „უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში“ ბულინგის ცნობიერების ამაღლების კამპანია, განხორციელებული ორგანიზაცია - world vision-ის თანადგომითა და ორგანიზებით.

ღონისძიების განხორციელებითვის მადლობას ვუხდით აღნიშნულ ორგანიზაციას და მის თითოეულ თანამშრომელს
ასევე, მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად ჩართულ ჩვენივე სკოლის მოსწავლეთა კლუბის წევრებს“ - აცხადებს სკოლის ადმინისტრაცია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203