შაუმიანის N 1 საჯარო სკოლაში პენსიონერი პედაგოგებისათვის გამოსამშვიდობებელი ღონისძიება მოეწყო
09-07-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის, შაუმიანის N 1 საჯარო სკოლაში პენსიონერი პედაგოგებისათვის გამოსამშვიდობებელი ღონისძიება მოეწყო.

სკოლის ადმინისტრაციამ  ძვირფას პედაგოგებს: რიმა მირაქიანს, მარიეტა ზარგარიანს, მარგარიტა ნარინიანს, კატია ხაჩატურიანს, სუსანა ჩირკინიანს, ფაშიკა სტვაცატურიანს, სონია ბაბაჯანიანს მადლობა გადაუხადა წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, მრავალი ღირსეული მოქალაქის აღზრდისთვის და ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვა.

სკოლის დირექციამ პედაგოგები მადლობის სიგელებითაც დააჯილდოვა, კოლეგებმა კი მასწავლებლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203