ნინიგორის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები ღონისძიებით გააცილეს
09-07-2019
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ნინიგორის საჯარო სკოლის 2018-2019 სასწავლო წლის დამამათავრებელი კლასის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს.
მეთორმეტეკლასელები სკოლაში თეთრი მაისურებით მივიდნენ და ერთმანეთისთვის სურვილები არ დაიშურეს. კუსრდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
მეთორმეტეკლასელები სკოლიდან პირველკლასელებმა და სკოლის მოსწავლეთა ანსაბლმა - „კახეთი“ ღონისძიებით გააცილეს.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს საუკეთესო მომავალი უსურვეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს