ხიზაბავრის საჯარო სკოლისთვის 2018-2019 სასწავლო წელი ნაყოფიერი აღმოჩნდა
08-07-2019
ასპინძის მუნიციპალიტეტის, ხიზაბავრის საჯარო სკოლისთვის 2018-2019 სასწავლო წელი ნაყოფიერი აღმოჩნდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის ყველა მოსწავლემ წარმატებით დაძლია ე.ს.გ-ით გათვალიწინებული პროგრამები. მასწავლებელთა უმრავლესობა ცდილობს აიმაღლოს კვალიფიკაცია. წარმატებული იყო საგანმანათლებლო და სპორტულ პროექტებში მოსწავლეთა მონაწილეობა, სადაც მოსწავლეებმა წარმატებებს მიაღწიეს.

„წლის საუკეთესო „ეტალონელი“ მოსწავლე რაიონის მასშტაბით ჩვენი სკოლის მე-11 კლასელი ირაკლი მაზმიშვილია, რომელმაც საგნობრივ ოლიმპიადაში გადალახა რეგიონალური ბარიერი. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტში -  „ახალგაზრდულ პარლამენტში“. მე-12 კლასის 80% გადის ეროვნულ გამოცდებზე. სასწავლო წლის დამთვრება პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ლაშქრობებით (რეგიონის მასშტაბით) აღნიშნს “,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203