ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ გათენაძემ კითხვის კონკურსში წარმატებას მიაღწია
08-07-2019
ქედის მუნიციპალიტეტის, ზვარეს საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლემ მარიამ გათენაძემ ინგლისურ ენაში, კითხვის კონკურსში წარმატებას მიაღწია.

სკოლის აღსაზრდელი კონკურსის ფინალისტი გახდა. სკოლის აღსაზრდელის მასწავლებელი ასმათ ბერიძეა.

სკოლა მარიამ გათენაძეს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

„გილოცავთ, კიდევ ბევრი წარმატება თქვენ!“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203