ათი დღის განმავლობაში მოსწავლეებმა განიმტკიცეს და გაიღრმავეს საგნობრივი ცოდნა ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საზაფხულო სკოლა აძლევს თითოეულ მოსწავლეს საშუალებას შეიძინოს ახალი ცოდნა და გამოცდილება, გაიუმჯობესოს მთელი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის ხარისხი.
საზაფხულო სკოლა სახალისო აქტივობებით დატვირთული შემაჯამებელი გაკვეთილით და შეკვეთილში ექსკურსიით დასრულდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს