ბუღაშენის საჯარო სკოლაში საზაფხულო სკოლა ფუნქციონირებდა
08-07-2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბუღაშენის საჯარო სკოლაში საზაფხულო სკოლა ფუნქციონირებდა.
სამიზნე ჯგუფი მე-3, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები იყვნენ. შეხვედრები სახალისო და ნაყოფიერი აქტივობებით იყო დატვირთული.
„საზაფხულო სკოლა 6 ივნისს დაიწყო და უკვე დავასრულეთ კიდეც. სამიზნე ჯგუფი, ამჯერად მე-3, მე -4 და მე-5 კლასის მოსწავლეები იყვნენ, ვისთვისაც აქამდე არ მისწავლებია. მხიარული, ხალისიანი, ნაყოფიერი აქტივობებით დავასრულეთ შეხვედრა. გავეცანით ერთმანეთს, შევეთვისეთ და განშორება ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა პირობა დავდეთ, ყველამ ერთად, რომ სექტემბრიდან დიდი მონდომებით გავაგრძელებთ შეხვედრებს“,- აღნიშნავს სკოლის პედაგოგი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს