მათემატიკის გამოცდაზე აბიტურიენტთა 4%-ზე მეტი არ გამოცხადდა
05-07-2019

დღეიდან აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების ჩაბარება დაიწყეს. დღეს აბიტურიენტთა ნაწილმა გამოცდა მათემატიკაში ჩააბარა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მათემატიკის გამოცდაზე აბიტურიენტთა დაახლოებით 95%-ზე მეტი გამოცხადდა. 

„2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის ტესტზე აბიტურიენტთა 95%-ზე მეტი გამოცხადდა“, - გვითხრეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აპლიკანტია დარეგისტრირებული.

იხილეთ ასევე: „ძალიან გავდა 2018 წლის ტესტებს“ - აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას აფასებენ 

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დაახლოებით 1 600 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

ზოგადი უნარების გამოცდაზე აბიტურიენტთა დაახლოებით 5% არ გამოცხადდა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203