ძლევიჯვარის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა ღონისძიება - „გზა მომავლისაკენ“ გამართეს
05-07-2019
ქარელის მუნიციპალიტეტის, ძლევიჯვარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის დასრულებას ღონისძიება - „გზა მომავლისაკენ“ მიუძღვნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა.
„მოსწავლეებმა ამ წლებში ნასწავლი იგავ-არაკები წარმოგვიდგინეს სცენარებით, ასევე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, საცეკვაო ნომრები შეასრულეს და ასე მხიარულად გააცილეს დაწყებითი საფეხურის ოთხი კლასი. დიდი მადლობა კლასის ხელმძღვანელს ეკა გიუნაშვილს ღონისძიებისთვის მოსწავლეების მომზადებისათვის, მოსწავლეებს კი დიდ წარმატებებს ვუსურვებთ მომავლის გზაზე, მოუთმენლად გელოდებით ბავშვებო უკვე მეხუთე კლასში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს