თბილისის N124 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს 
04-07-2019
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლის 8ა კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს, ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და კდელის გაზეთი დაამზადეს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203