საბირქენდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს ეწვივნენ
04-07-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის, საბირქენდის N1 საჯარო სკოლის მერვე და მეათე კლასის მოსწავლეები ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგ ხათუნა წიკლაურთან ერთად, სახალისო მეცნიერებათა მუზეუმის - „ექსპერიმენტორიუმს“ ეწვივნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მუზეუმმა სრულიად შეუცვალა წარმოდგენა მოსწავლეებს მუზეუმების შესახებ.

„მუზეუმში წარმოდგენილი იყო 80-მდე ექსპონატი, რომლებიც ფიზიკის, ბიოლოგიის,მათემატიკის და ანატომიის კანონების დემონსტრირებას ახდენენ. თითოეულ მსურველს შეეძლო შეხებოდა, აეწყო, გაეტეხა, დაეშალა და გამოეცადა ექსპონატი.მოსწავლეებს შეეძლოთ თავი ნამდვილ მეცნიერებად ეგრძნოთ: გაეზომათ საკუთარი ყვირილის ძალის სიმძლავრე, დასხდნენ ლურსმნებზე, დახატეს ქვიშით, ჩაატარეს ექსპერიმენტები. მონაწილეობდნენ სამეცნიერო აზოტის შოუში. საკუთარი თვალით ნახეს აზოტით
შექმნილი საოცრებები“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203