ზოგადი უნარების გამოცდის მეორე დღეს I სესიაზე აბიტურიენტთა 3%-ზე მეტი არ გამოცხადდა
04-07-2019

აბიტურიენტები დღეს ზოგადი უნარების გამოცდას ისევ ორ სესიად აბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 97%-მდე აპლიკანტი გამოცხადდა.

გამოცდა 09:00 საათზე დაიწყო და 3 საათი და 10 წუთი გრძელდება.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203