
რუისპირის სკოლის მე-4 კლასში ჩატარდა ღონისძიება ''ენა დედაა ერისა''.
მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ კლასის დამრიგებლის მიერ დაგეგმილ აქტივობებში; სცენაზე ერთმანეთს ჰარმონიულად ენაცვლებოდა ლექსი, სიმღერა, ცეკვა და სკეტჩი. მოსწავლეებმა იუმორისტულ სტილში გააცოცხლეს სასკოლო ცხოვრების თანხმლები ეპიზოდები.
ღონისძიება კლასის დამრიგებლის ჯულიეტა მორბედაძის ორგანიზებით ჩატარდა, მუსიკალურად კი ხათუნა წიწაშვილი აფორმებდა.
როგორც კლასის დამრიგებელმა აღნიშნა, ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში მშობლიური ენის სიყვარულისა და პატივისცემის დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.