ხუცუბნის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები მიუძღვნეს
03-07-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ხუცუბნის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები მიუძღვნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა დედა ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა აღნიშნეს და დედა ენის სადიდებელი ლექსები წაიკითხეს.