აფხაზეთის N10 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე ველორბოლით აღნიშნეს
03-07-2019

აფხაზეთის N10 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე ორიგინალურად აღნიშნეს.

ამ დღეს მოსწავლეების მონაწილეობით ველორბოლა გაიმართა.

ბავშვთა დაცვის დღე ყოველწლიურად 1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დაარსა. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203