2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 17 მსჯავრდებული აბარებს
03-07-2019

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას 17 მსჯავრდებული იღებს - აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს. 

მათივე თქმით, საგამოცდო ცენტრებში სპეციალური გარემო 140 აპლიკანტს დახვდა.

„ცენტრმა უზრუნველყო შესაბამისი გარემო იმ 140 აბიტურიენტისათვის, რომლებსაც წინასწარ ჰქონდათ გაკეთებული განაცხადი სპეციალური პირობების საჭიროების შესახებ. გამოცდაზე ასევე გავიდა 17 მსჯავრდებული“,- აცხადებენ შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულ ცენტრში.

აღსანიშნავია, რომ დღეს ზოგადი უნარების გამოცდა მსჯავრდადებულებმა თბილისის N147 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში ჩააბარეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203