ზოგადი უნარების გამოცდის I სესიაზე აბიტურიენტების 8%-ზე მეტი არ გამოცხადდა
03-07-2019

აბიტურიენტები დღეს ზოგადი უნარების გამოცდას ორ სესიად აბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 92%-მდე აპლიკანტი გამოცხადდა.

გამოცდა 3 საათი და 10 წუთი გრძელდება.

მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

ასევე იხილეთ: ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დაახლოებით 1 600 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203