კირბლის საჯარო სკოლაში მეცხრეკლასელ ლალი დოთიაშვილს „ბოლო ზარის“ ღონისძიება მიუძღვნეს
03-07-2019
გორის მუნიციპალიტეტის, კირბლის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება მეცხრეკლასელ ლალი დოთიაშვილს მიეძღვნა.
„ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის კურსდამთავრებულის „ბოლო ზარის“ ზეიმთან დაკავშირებით ღონისძიების გეგმა შევიმუშავე. რადგან კლასში ერთი მოსწავლე მყავდა, ჩავრთე სხვა კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებმა მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს კურსდამთავრებულს და უფლის მფარველობა და წარმატებები უსურვეს.
მოსწავლეებმა არც მასწავლებელს დაუკარგეს ამაგი და მადლობის გამომხატველი სიტყვებით მიმართეს, ითქვა სამშობლოს შესახებ ლექსები. ლალი დოთიაშვილმა ყველას მადლობა გადაუხადა, მათ შორის მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის. სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა გზა დაულოცეს მეცხრეკლასელს. ზეიმი ცეკვა-სიმღერით დასრულდა“,-აღნიშნავს ლალი დოთიაშვილის მასწავლებელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს