ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დაახლოებით 1 600 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
03-07-2019

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდები გუშინ დასრულდა და საერთო ჯამში, გამოცდაზე დაახლოებით, 1 640-მდე აბიტურიენტი ანუ აპლიკანტების 4% არ გამოცხადდა.

აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

„ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდები დასრულდა. ჯამში, ყველა სესიაზე ერთად გამოცდებზე აბიტურიენტთა 96% გამოცხადდა. დღეიდან კი ზოგადი უნარების გამოცდა დაიწყო“,- განგვიცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა მიმდინარე წლის 1-2 ივლისს 2-2- სესიად ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203