ზოგადი უნარების გამოცდა დაიწყო - აბიტურიენტების სახალისო ფრაზები 
03-07-2019

აბიტურიენტები დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების ტესტს ჩააბარებენ. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკანტები მეორედ გადიან გამოცდაზე ნერვიულობის ფონი მაინც მაღალია, თუმცა ისინი იუმორის გრძნობას არ კარგავენ.

გთავაზობთ აბიტურიენტების სახალისო ფრაზებს:

ერთ-ერთი აბიტურიენტი თბილისის N173 საჯარო სკოლის საგამოცდო სექტორში ჩხრეკისას დაცვას: „ვიცი გამოცდაზე შესვლამდე ჩემს გაცინებას ცდილობთ, მაგრამ ასე მონდომებითაც არ არის აუცილებელი“;

„ჯერჯერობით ერთადერთი ამინდი და კონდიციონერი მაბედნიერებს. ვნახოთ, რომ გამოვალ როგორ ხასიათზე ვიქნები“;

„მგონი ეს გამოცდები დიაბეტს დამმართებს, იმდენს ვნერვიულობ. რომ ვერ ჩავაბარო მომიწევს სადმე საბერძნეთში ბებოს მოვლა“.

შეგახსენებთ, რომ ზოგადი უნარების გამოცდა 3 და 4 ივლისს 2-2 სესიად ჩატარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203