ლენჯერის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
03-07-2019
მესტიის მუნიციპალიტეტის, ლენჯერის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა ირმა გულედანმა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩაატარა. 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობებში: ასო-ბგერათა გამოჭრა, გაფერადება, ძერწვა, ანბანი წრეში, სივრცეში ხატვა, თამაშები და სხვა.

მოსწავლეებმა ასევე პერსონალური გამოფენები მოაწყეს და ნამუშევრები სკოლის სივრცეში გამოფინეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203