მარადიდის საჯარო სკოლაში ღონისძიება „ჩვენ გვტკივა აპრილი“ გაიმართა
02-07-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, მარადიდის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ჩვენ გვტკივა აპრილი“ გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ მოკლე ინფორმაციები წარმოადგინეს და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს. 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203